Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გაიხსნა უკრაინა-ევროკავშირის სამიტი


კიევში დაიწყო უკრაინა-ევროკავშირის სამიტი - პირველი ასეთი შეხვედრა მას შემდეგ, რაც მხარეებმა შარშან ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას. მანამდე უკრაინაში დაამხეს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმი, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და რუსეთის მომხრე სეპარატისტების მიერ ტერიტორიების დაპყრობა აღმოსავლეთ უკრაინაში. კიევში დღევანდელი სამიტის დაწყებადმე, პეტრო პოროშენკომ გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის ლიდერები გააგზავნიან უკრაინისა და ევროკავშირში მისი ინტეგრაციის მხარდამჭერ ძლიერ სიგნალებს. მოსალოდნელია, რომ მხარეები იმსჯელებენ მინსკის შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. თებერვალში ხელმოწერილი ეს შეთანხმება ითვალისწინებს ზომებს აღმოსავლეთ უკრაინაში მთავრობის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის კონფლიქტისთვის ბოლოს მოსაღებად. კონფლიქტის შედეგად დაღუპულების რიცხვი 6100-ს აღემატება.

XS
SM
MD
LG