Accessibility links

logo-print

პოლონეთმა თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა 10-მდე რუსი ბაიკერი


პოლონელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს რუსი ნაციონალისტი ბაიკერები, 10-მდე კაცი, დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ისინი ბელორუსია-პოლონეთის საზღვარზე გააჩერეს. 20-მდე ბაიკერი, რომელთა შორისაც არიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ჯგუფის, „ღამის მგლების“ წევრები, 25 აპრილს გაეშურა მოსკოვიდან ბერლინის მიმართულებით. მათ სურთ გაიარონ საბჭოთა არმიის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მარშრუტი მიუხედავად იმისა, რომ ვარშავამ მათ უარი უთხრა თავის ტერიტორიაზე შეშვებაზე. „ღამის მგლების“ ლიდერმა, ალექსანდრ ზალდოსტანოვმა 25 აპრილს თქვა, რომ თუ პოლონეთის ხელისუფლება უარს ამბობს ბაიკერების ჯგუფის შეშვებაზე, მაშინ ჯგუფის წევრები ცალ-ცალკე შევლენ პოლონეთის ტერიტორიაზე, სხვადასხვა საკონტროლ-გამშვები პუნქტების გავლით.

XS
SM
MD
LG