Accessibility links

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში ლარის კურსის მერყეობაზე საუბრობს და მას რეგიონში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს. სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის განვითარებას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება უნდა განხორციელდეს. ამერიკის ხმის ჟურმალისტი ია მეურმიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მარკ გრიფიტს ესაუბრა.

„ვალუტის გაცვლის კურსის შესუსტება ისეთ გარე ფაქტორებს უკავშირდება, როგორიცაა ეკონომიკის შენელება რუსეთში, უკრაინაში, ვალუტის დევალვაცია აზერბაიჯანში, სომხეთში. ეს პროცესი ევროპაშიც მსგავსია - იქნება ეს შვედეთი თუ პოლონეთი. ეს სიმპტომია და არა გამომწვევი ფაქტორი. ვიცი, რომ ეს მტკივნეული პროცესია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სესხი დოლრაში აქვთ აღებული. თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველო ამ რთული პრიოდიდან გამოვა.“

გრიფიტსი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური გამოწვევების გადასალახად სწორი სავალუტო და ფინანსური პოლიტიკა აქვს შერჩეული:

"ჩემი აზრით, უნდა შენარჩუნდეს ვალუტის გაცვლის მცურავი კურსი. საპროცენტო განაკვეთის დაბალ დონეზე უნდა დარჩეს. ამას ეროვნული ბანკი უკვე აკეთებს. განაკვეთმა მოიმატა, მაგრამ უმნიშვნელოდ და ისიც ინფლაციის საკონტროლებლად. თუ ეკონომიკური ზრდა შენელდა, რის პროგნოზსაც ჩვენ ვაკეთებთ და შესაბამისად, ბიუჯეტში ნაკლები თანხა შევიდა, საბიუჯეტო დეფიციტი შეიძლება გაიზარდოს.“

მარკ გრიფიტსი იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განახორციელოს. ევროკავშირში დამატებითი ბაზრების მონახვა და ქართული პროდუქციის ევროპაში ექსპორტი ქვეყანას ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. თუმცა მანამდე, ის საკანონმდებლო ცვლიელების რეკონომედაციას იძლევა:

„ჩემი აზრით, უნდა გაუქმდეს ზოგიერთი შეზღუდვა, რომელიც უკანასკნელი ორიოდე წლის განმავლობაში იქნა შემოღებული, მაგალითად, სავიზო მოთხოვნები უცხოური ბიზნესებისთვის, მიწის საკუთრება და რამდენიმე სხვა საკითხი. ისინი ცუდ გარემოს ქმნის და ჩემი აზრით, მთავრობა მათ გაუქმებას ან შეცვლას უნდა ეცადოს და ამით ზოგიერთი გაუთვლელი შედეგი გამოასწოროს.“

სქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შარშან მთლიანი შიდა პროდუქტრის დაახლოებით 7 პროცენტი იყო. გრიფიტსი ამბობს, რომ ეს კარგი მაჩვენებელია, თუმცა ის ისურვებდა, რომ ქვეყანაში უდრო მეტი ისეთი ინვესტიცია ჩაიდოს, რომელიც ექსპორტს გააძლიერებს. ყველაზე მნიშვნელოვან გრძელდავიან სტრატეგიად კი სავალუტო ფონდის წარმომადგენელი განათლებას ასახელებს:

„გააძლიერეთ განათლება. ეს ნიშნავს უფრო მეტი მასწავლებლის ყოლას, კარგი მასწავლებლებისთვის ხელფასის გაზრდას, მასწავლებლის პროფესიის უფრო მიმზიდველ პროფესიად ქცევას. ეს უნდა იყოს ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგია.“

სავალუტო ფონდს მიაჩნია, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს, რასაც ქვეყენაში მიმდინარე შიდა-პოლიტიკური დებატები და საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკა უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას არაერთი გამოწვევა აქვს, რეგიონის კონტქესტში საქართველოს საუკეთესო მდგომარეობა აქვს.

XS
SM
MD
LG