Accessibility links

ნეპალში მიწისძვრით დაზარალდა 8 მილიონი ადამიანი


გაეროს ინფორმაციით, ნეპალში მიწისძვრით დაზარალდა 8 მილიონი ადამიანი - ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი. ნეპალში დაიწყო შედინება ჰუმანიტარულმა დახმარებამ, თუმცა, ის ჯერჯერობით საკმარისი არ არის. მილიონ 400 ათას ადამიანს სჭირდება სასურსათო დახმარება. 25 აპრილს მომხდარმა 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრამ დაანგრია შენობები კატმანდუში და ძლიერ დააზარალა სოფლის დასახლებები. დაღუპულთა რაოდენობა 4310-მდე გაიზარდა, დაზარალებულთა რაოდენობა კი თითქმის 8000-ია. ნეპალის პრემიერ-მინისტრ სუშილ კოირალას განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობამ შეიძლება 10 ათასს მიაღწიოს. ნეპალსა და მის მეზობელ ტერიტორიებზე კვლავაც იგრძნობა რყევები. კატმანდუში ათასობით ადამიანმა სამი ღამე გაატარა ღია ცის ქვეშ. ქვეყანაში სასმელი წყლის, სურსათისა და ელექტროენერგიის დეფიციტია. არსებობს დაავადებათა გავრცელების საფრთხეც.

XS
SM
MD
LG