Accessibility links

logo-print

უკრაინაში დააკავეს ყირიმის პარლამენტის ყოფილი წევრი


უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა ყირიმის პარლამენტის ყოფილი წევრი, ვასილ ჰანიში, რომელსაც სახელმწიფოს ღალატში ედება ბრალი. 28 აპრილს უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მარკიან ლუბკოვსკიმ თავის ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ ჰანიში დააკავეს ხერსონის რეგიონში, კალანცაკის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად. ლუბკოვსკის ინფორმაციით, ჰანიშს მალე გადაიყვანენ კიევში, სადაც მას გამომძიებლები დაკითხავენ. სახელმწიფოს ღალატთან დაკავშირებულ ამ და ყირიმის პარლამენტართა სხვა საქმეებს უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს.

XS
SM
MD
LG