Accessibility links

logo-print

ცარნაევის ადვოკატები ცდილობენ, კლიენტს თავიდან ააცილონ სასიკვდილო განაჩენი


გუშინ ბოსტონის მარათონის დროს აფეთქებების მოწყობაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევის ადვოკატებმა დაიწყეს მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საწინააღმდეგო არგუმენტების წარმოდგენა. ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, 21 წლის ცარნაევს სიკვდილით დასჯიან (როგორც ამას პროკურატურა ითხოვს), თუ სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან. ცარნაევის ადვოკატმა დევიდ ბრუკმა ნაფიც მსაჯულებს უთხრა, რომ ცარნაევი თავისი უფროსი ძმის, ტამერლანის გავლენის ქვეშ იყო. თავად ტამერლანი აფეთქებიდან ოთხი დღის შემდეგ დაიღუპა პოლიციელებთან შეტაკებისას. ბრუკი ირწმუნება, რომ ჯოხარ ცარნაევი „კარგი ბავშვი“ იყო და ძმისგან დამოუკიდებლად ამ აფეთქებას არ მოაწყობდა. 2013 წლის 15 აპრილს, ბოსტონში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა სამი და დაშავდა 260-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG