Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერი არ დაესწრება მოსკოვში, 9 მაისისთვის დანიშნულ აღლუმს


იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე არ დაესწრება მოსკოვში 9 მაისისთვის დაგეგმილ აღლუმს მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად. იაპონიის მთავრობის პრესმდივნის ცნობით, ამ დროს პრემიერ-მინისტრს სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები აქვს დაგეგმილი. როგორც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენელმა, იოშიშიდე სუგამ განაცხადა 28 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, აღლუმს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად დაესწრება რუსეთში იაპონიის ელჩი. შარშან იაპონიამ ოფიციალურად მიიწვია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მაგრამ უკრაინის კრიზისის გამო ვიზიტი გადაიდო. სუგას თქმით, პუტინის ვიზიტის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. რუსეთის ენერგორესურსების გამო, იაპონია ცდილობს გაიუმჯობესოს ურთიერთობა მოსკოვთან, მაგრამ ტოკიომ მხარი აუბა აშშ-სა და ევროპის კავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში უკრაინის კონფლიქტის გაღვივებისა და ყირიმის ანექსიის გამო.

XS
SM
MD
LG