Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში საგანგებო მდგომარეობაა


აშშ-ის ქალაქ ბალტიმორის ქუჩებში ხელისუფლებამ ათასობით პოლიციელი და ეროვნული გვარდიის მოსამსახურე განათავსა იმ ძალადობის აღსაკვეთად, რომელიც მოჰყვა შავკანიანი მამაკაცის სიკვდილს პოლიციაში დაკავებისას. მერილენდის შტატის გუბერნატორმა ლარი ჰოგანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ბალტიმორი ქაოსმა მოიცვა. 27 აპრილს, 25 წლის ფრედი გრეის დასაფლავების შემდეგ, მეამბოხეებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და რამდენიმე შენობას. დაშავდა, სულ ცოტა, 15 პოლიციელი, დააკავეს 25-მდე პირი. ეს შეერთებულ შტატებში ყველაზე ძალადობრივი პროტესტია მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში გამართული იმ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომლებიც მოჰყვა თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შეუიარაღებელი შავკანიანი მამაკაცის მკვლელობას.

XS
SM
MD
LG