Accessibility links

ნადეჟდა სავჩენკო სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს


რუსეთის პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო, მოსკოვის საპატიმროდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის საპატიმროში სავჩენკო შარშანდელი ივლისიდან იმყოფება - მას შემდეგ, რაც იგი, მისივე მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიაზე შეიპყრეს სეპარატისტებმა და უკანონოდ ჩაიყვანეს რუსეთში. მას ბრალად ედება თანამონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. ზამთრის თვეებში სავჩენკომ, პროტესტის ნიშნად, 80 დღეზე მეტ ხანს იშიმშილა.​

XS
SM
MD
LG