Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ჩავიდა მსოფლიოს „უხუცესთა“ ჯგუფი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში შეხვდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერსა და მსოფლიოს სხვა ყოფილ ლიდერებს. ლავროვის თქმით, კარტერი, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი და სხვები, რომლებიც ე.წ „უხუცესთა“ ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხვალ შეხვდებიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამ შეხვედრის ფონია განსაკუთრებულად დაძაბული ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიისა და უკრაინის კონფლიქტის გაღვივების გამო. "უხუცესთა" ჯგუფი 2007 წელს დააარსა ნელსონ მანდელამ. ახლა მისი თავმჯდომარე კოფი ანანია. ჯგუფი თავს უწოდებს მსოფლიოს ლიდერთა დამოუკიდებელ გაერთიანებას, რომელიც მშვიდობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის იღვწის. ლავროვმა ჯგუფი შეაქო შეუპოვრობისა და სწრაფვისთვის, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში. ​

XS
SM
MD
LG