Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის უშიშროების ძალები თალიბებს შეებრძოლნენ


დღეს ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში ამ ქვეყნის უშიშროების ძალები შეებრძოლნენ თალიბანის რაზმებს. ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, უშიშროების ძალებმა და დასახმარებლად გამოგზავნილმა დამატებითმა რაზმებმა თალიბებს უკან დაახევინეს და გაათავისუფლეს ქალაქის ის გარეუბნები, რომლებიც ოთხი დღე ტერორისტების კონტროლქვეშ იყო. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის კორესპონდენტი იუწყება, რომ ყუნდუზის აეროპორტს კვლავ მთავრობა აკონტროლებს, მაგრამ თალიბები ჯერ კიდევ გამაგრებული არიან რამდენიმე სტრატეგიულ პოზიციაზე, რომლებიც ყუნდუზის ტერიტორიაზე, გულ ტეფას უბანში მდებარეობს. 24 აპრილს თალიბებმა გამოაცხადეს, რომ იწყებენ თავიანთ ყოველწლიურ "საგაზაფხულო იერიშს".

XS
SM
MD
LG