Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი მოლდავეთს მჭიდრო თანამშრომლობას ჰპირდება


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი მოლდავეთს მჭიდრო თანამშრომლობას დაპირდა, მაგრამ, ამასთანავე, ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, აღმოფხვრას კორუფცია და განახორციელოს რეფორმები მართლმსაჯულების სფეროსა და საბანკო სისტემაში. მოლდავეთს, რომელიც უკრაინასა და რუმინეთს ესაზღვრება, ტუსკმა "ევროპის კავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი" უწოდა. „2014 წლის ივნისში მოლდავეთმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, რის შემდეგაც რუსეთმა ემბარგო დააწესა მოლდავურ ხილ-ბოსტნეულზე. ახლა მოლდავეთი რთული გამოწვევების წინაშეა, როგორც საშინაო პოლიტიკის, ისე რეგიონის არასტაბილურობის გამო“ - უთხრა ტუსკმა ჟურნალისტებს მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში. მოლდავეთის პრეზიდენტმა, ნიკოლაე ტიმოფტიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის მზადყოფნა, შეასრულოს ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმების პირობები. ​

XS
SM
MD
LG