Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგის სამიტი, სავარაუდოდ, გააწბილებს საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას


ევროკავშირის განცხადების პროექტი, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მომზადდა, არ ითვალისწინებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მნიშვნელოვან წინსვლას. განცხადების პროექტი ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა მოიპოვა. ტექსტში არ არის ნახსენები კონკრეტული ზომები ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დადასტურებულია „თითოეული პარტნიორის სუვერენული უფლება“, აირჩიოს, რა ამბიცია და მიზნები აქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ტექსტი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ვილნიუსის დეკლარაცია, რომელიც ლიტვაში 2013 წლის სამიტზე მიიღეს. საქართველომ, ისევე როგორც მოლდავეთმა და უკრაინამ, 2014 წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მოსკოვის უარყოფითი პოზიციის მიუხედავად. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, განცხადების პროექტი გაუგზავნეს აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს, რიგის სამიტამდე შესაძლო ცვლილებების შესათავაზებლად. სამიტი 21-22 მაისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG