Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიანში სიკვდილით დასაჯეს რვა ადამიანი


ადგილობრივი მედიის ცნობით, ინდონეზიაში დახვრიტეს რვა სიკვდილმისჯილი, მათ შორის ავსტრალიის ორი მოქალაქე და სასიკვდილო განაჩენი გაუუქმეს ფილიპინელ ქალს. ყველა ეს პირი ნარკოდანაშაულში ბრალდებით იქნა გასამართლებული. პრეზიდენტმა იოუო ვიდოდომ უარი თქვა განაჩენების გაუქმებაზე, უცხოეთში გაკეთებული არაერთი მოწოდების, მათ შორის გაეროს გენერალური მდივნის განცხადების მიუხედავად. ვიდოდო საუბრობს „საგანგებო მდგომარეობაზე“ ინდონეზიაში ნარკოტიკების მოხმარების მატების გამო. ამ ქვეყანას განსაკუთრებით მკაცრი კანონები აქვს ნაკოდანაშაულთან საბრძოლველად და 2013 წელს მან ბოლო მოუღო სიკვდილით დასჯაზე დაწესებულ მორატორიუმს.

XS
SM
MD
LG