Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი დოლარი ოფიციალურად 2.3087 ლარი ღირს


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3087 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსი 2.2852 ლარს იყო. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0235 ლარი შეადგინა. ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. დღეიდან ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.5239 ლარია. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0479 ლარი შეადგინა.

XS
SM
MD
LG