Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ჩატარდა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს კონფერენცია


ბრიუსელში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს კონფერენცია. კონფერენციაში, სახელწოდებით "საქართველოსთვის გაჩენილი ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ" საქართველოს მთავრობის, ასევე ევროკავშირის და კერძო სექტორის წარმომადგნელები მონაწილეობდნენ. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გარემოზე, მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდისთვის და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე.

XS
SM
MD
LG