Accessibility links

რუსეთში გააუქმეს ალექსეი ნავალნის პარტიის რეგისტრაცია


რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გააუქმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია. სამინისტროს დღევანდელი განცხადებით, „პროგრესის პარტიას“ არ შეუსრულებია მოთხოვნა, რუსეთის რეგიონების, სულ ცოტა, ნახევარში საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ. ნავალნის პარტია აპირებდა, ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაცია "პარნასთან" ერთად მიეღო მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. და ნავალნის ამ დემოკრატიული ალიანსის შექმნაზე რეაქციად მიაჩნია მისი პარტიის რეგისტრაციის გაუქმება. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავის ვებსაიტზე წერს, „პროგრესის პარტია" პოლიტიკურ სტრუქტურად დარჩება, რადგან პარტია არის არა ქაღალდი, არამედ ხალხი და იდეები“. „პროგრესის პარტიამ“ და "პარნასმა" კოალიციის შექმნა გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც 27 თებერვალს მოსკოვში მოკლეს "პარნასის" ერთ-ერთი დამაარსებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი.

XS
SM
MD
LG