Accessibility links

logo-print

საქართველოს პროკურატურა: აზერბაიჯანში გაგზავნილია მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა


საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურაში გაგზავნილია მოთხოვნა ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების შესახებ. ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ. „კონკრეტული ვადა პასუხთან დაკავშირებით განსაზღვრული არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა" - აღნიშნა შოთაძემ. მისი თქმით, აზერბაიჯანიდან უარს ან თანხმობას საქართველოს პროკურატურა მხოლოდ შესაბამისი ოფიციალური პასუხის მიღების შემდეგ დაადასტურებს. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28 აპრილს ჩავიდა ბაქოში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი ლიდერების ფორუმში მონაწილეობისთვის.

XS
SM
MD
LG