Accessibility links

logo-print

ყაზახეთში გაიმართა პრეზიდენტად ნაზარბაევის მეხუთე ვადით ინაუგურაცია


ასტანაში გაიმართა ყაზახეთის პრეზიდენტად ნურსულთან ნაზარბაევის მეხუთე ვადით ინაუგურაცია - სულ სამ დღეში მას შემდეგ, რაც მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც უცხოელი მეთვალყურეები აკრიტიკებენ. 74 წლის ნაზარბაევის განცხადებით, ყაზახეთი გააგრძელებს ბალანსის დაცვას საგარეო პოლიტიკაში. „გავაგრძელებთ ურთიერთობის განვითარებას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - რუსეთთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროპის კავშირთან და ისლამურ სამყაროსთან“, განაცხადა ნაზარბაევმა. 26 აპრილის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მას ხმების 97,75% ერგო. ეუთოს სამეთვალყურეო მისიის შეფასებით, ყაზახეთში ელექტორატს არ მისცემია „ნამდვილი არჩევანი“. ნაზარბაევი 1989 წლიდან მართავს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყანას. ოპონენტები მას ადანაშაულებენ ოპოზიციის დევნაში და პრეზიდენტობის ვადებზე დაწესებული შეზღუდვის უკანონოდ გაუქმებაში.

XS
SM
MD
LG