Accessibility links

logo-print

ავღანეთში მეწყერმა მოკლა, სულ ცოტა, 52 ადამიანი


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 52 ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში ძლიერი მეწყრის შედეგად. სტიქიური უბედურება 28 აპრილს მოხდა სოფელ ჯურმ-ე ბალაში. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ჩვენს რადიოს უთხრეს, რომ 200-ზე მეტი მოსახლე გაიქცა სოფლიდან, რომელთან კონტაქტიც მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. მაშველებს უჭირთ სოფელში ჩაღწევა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში ხშირია წყალდიდობები და მეწყრები გაზაფხულზე, თოვლის დნობის დროს.

XS
SM
MD
LG