Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში შეჩერებულია ხანძარი ჩერნობილის მიტოვებულ ატომურ ელექტროსადგურთან


უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იცენიუკის განცხადებით, მეხანძრეებმა შეაჩერეს ტყეს მოდებული ხანძარი ჩერნობილის მიტოვებული ატომური ელექტროსადგურის მახლობლად. იაცუნიუკმა 29 აპრილს უთხრა მთავრობის წევრებს, რომ ხანძარი ლოკალიზებული და შეჩერებულია, რადიაციის დონე - ნორმალურის ფარგლებში. ხანძარმა ტყეში, რომელიც ნაწილობრივ ჯერ კიდევ დაბინძურებულია რადიოაქტიური ნაწილაკებით ჩერნობილის 1986 წლის კატასტროფის შემდეგ, გამოიწვია შეშფოთება უკრაინასა და მეზობელ ბულორუსიაში რადიაციის გაძლიერების საფრთხის გამო. უკრაინის საგანგებო მდგომარეობათა სამსახურმა რეგიონში გააგზავნა 300-ზე მეტი მეხანძრე, სამი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ხანძრის ჩასაქრობად. ჩერნობილის ატომური ელექტოსადგურის დაზიანებული რეაქტორი ბეტონის სარკოფაგით არის დაფარული.

XS
SM
MD
LG