Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთის მეფემ ტახტის მემკვიდრე შეცვალა


საუდის არაბეთის მეფე სალმანმა ტახტის მემკვიდრის პოზიცია დაატოვებინა თავის ნახევარძმას და ის შეცვალა ძმსიშვილით, ხოლო საკუთარი ვაჟიშვილი - ტახტის მემკვიდრის მოადგილედ დანიშნა. ცვლილებებზე საუბარია 29 აპრილს გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში. ეს არის ყველაზე დიდი გადაადგილება საუდის არაბეთის სამეფო ოჯახში მას შემდეგ, რაც იანვარში ტახტზე ავიდა მეფე სალმანი. შეიცვალა ასევე საგარეო უწყების ხელმძღვანელი: ვეტერანი მინისტრის, პრინც საუდ ალ-ფაიზალის ნაცვლად დაინიშნა შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის ელჩი ადელ ალ-ჯუბეირი.

XS
SM
MD
LG