Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს ცხელი ხაზის აქტიურად გამოყენება


ერგნეთში გაიმართა 54-ე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. პრესრელიზში, რომელიც შეხვედრის შემდეგ გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ცხელი ხაზის აქტიურად გამოყენება. ამასთან შეხვედრაზე სინანული გამოითქვა იმის გამო, რომ აღდგომის დღესასწაულზე დაკეტილი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დამაკავშირებელი გამშვები პუნქტები. ერგნეთის შემდეგი შეხვედრა 2014 წლის 25 მაისს გაიმართება.

XS
SM
MD
LG