Accessibility links

ლუკაშენკო: საჭიროა ბელორუსი ებრაელების გაკონტროლება


დღეს ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ საჭიროა ბელორუსი ებრაელების გაკონტროლება. ლუკაშენკომ ეს განაცხადა ქვეყანაში ამსახველი ვითარების ყოველწლიურ მიმართვაში. მან ასევე მწვავედ გააკრიტიკა ბელორუსიის უმსხვილესი ინტერნეტპროვაიდერი კომპანიის მფლობელი, იური ზისერი. მინსკის რეგიონული აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან, სიმიონ შაპირასთან საუბრისას ლუკაშენკომ დასძინა: „მე შარშან გთხოვეთ ბელორუსიაში ყველა ებრაელის გაკონტროლება“. ზისერის შესახებ მან შაპირას უთხრა, ვერ შევძლეთ ამ ადამიანის „ნორმალიზებაო“. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, ზისერმა აღნიშნა, რომ არ ესმის, როგორ შეიძლება „ნორმალიზება“ ებრაელებისა, რომლებიც ორგანიზაციას არ წარმოადგენენ. ლუკაშენკოს ადრეც გამოუთქვამს ანტისემიტური მოსაზრებები.

XS
SM
MD
LG