Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღმოსავლეთში კვლავ ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის პირობები


უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, 29 აპრილს უკრაინის არმიის პოზიციები 24-ჯერ იქცა მეამბოხეთა სამიზნედ. პრეს-ცენტრის მიერ საღამოს გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ვითარება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში კვლავაც დაძაბულია. უკრაინის არმიის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი ძირითადად ნაღმსატრყოცნებიდან და სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გაიხსნა. უკრაინის არმიის პრესცენტრის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში - დასახლებული პუნქტების - სტანიცა ლუგანსკაია და პროეზჟეე, აგრეთვე დონეცკის ოლქში - ლებედინსკოეს მახლობლად შენიშნეს უპილოტო თვითმფრინავები, რომელთაგან ორი გაანადგურეს. ოთხშაბათსვე დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ედუარდ ბასურინმა განაცხადა, რომ ერთი დღეღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 44-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის პირობები.

XS
SM
MD
LG