Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები მოითხოვენ ნადეჟდა სავჩენკოს დაბრუნებას საგამოძიებო იზოლატორში


უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის - ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატები მოითხოვენ მის გადაყვანას ქალაქის საავადმყოფოდან საგამოძიებო იზოლატორის სამედიცინო განყოფილებაში. ამის შესახებ "ტვიტერზე" წერს ნადეჟდა სავჩენკოს ადვოკატი მარკ ფეიგინი. მისი სიტყვებით, პირობები სტაციონარში, სადაც ახლა იმყოფება ნადეჟდა სავჩენკო, უარესია, ვიდრე საგამოძიებო იზოლატორში. ფეიგინი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში სავჩენკოს მონახულება არ შეუძლიათ მის ნათესავებსა და უკრაინის კონსულს, რაც მისი უფლებების დარღვევაა. ნადეჟდა სავჩენკოს ბრალს სდებენ უკრაინის აღმოსავლეთში რუსი ჟურნალისტების დახოცვაში. 28 აპრილს ნადეჟდა სავჩენკო საგამოძიებო იზოლატორიდან ქალაქის საავამდყოფოში გადაიყვანეს. ეს გადაწყვეტილება მიიღო საგამოძიებო იზოლატორის სამედიცინო ნაწილის ექიმთა კონსილიუმმა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მას შემდეგ, რაც სავჩენკომ განაახლა შიმშილობა.

XS
SM
MD
LG