Accessibility links

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 5489-მდე გაიზარდა


ნეპალის ხელისუფლების ინფორმაციით, 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5489-მდე გაიზარდა. დაშავებულია 11440 ადამიანი. მიწისძვრის ეპიცენტრი კატმანდუსთან ახლოს მდებარეობდა. მიწისძვრით გამოწვეული ზვავის შედეგად სულ ცოტა 19 ადამიანი დაიღუპა ევერესტზე განთავსებულ საბაზო ბანაკში. 61 ადამიანი დაიღუპა მეზობელ ინდოეთსა და ჩინეთში. ჩინეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ტიბეტში დაიღუპა 25 ადამიანი. დაღუპულთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ჩინეთმა ოფიციალურად დახურა ევერესტის ჩინეთის ნაწილში მხარეს ალპინიზმის საგაზაფხულო სეზონი. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ელაპარაკა ნეპალის პრემიერ-მინისტრ სუშილ კოირალას, გამოხატა თანაგრძნობა და შესთავაზა მას დახმარება, მათ შორის - აშშ-ის სამხედრო ძალების მხრიდან. გაერო აპირებს 415 მილიონი დოლარის დახმარება მიაწოდოს ნეპალელებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG