Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ირანს სთხოვა დახმარება, ჰუთები მოლაპარაკებაზე დაითანხმონ


აშშ-მა ირანს სთხოვა, დაეხმაროს მას, მოლაპარაკებაზე დაიყოლიოს იემენში დაპირისპირებული მხარეები. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ამის შესახებ იმსჯელეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა 27 აპრილს ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე. ირანი მჭიდრო კავშირი აქვს იემენში ამბოხებულ ჰუთებთან. სექტემბერში შიიტმა ჰუთებმა აიღეს დედაქალაქი სანაა, მოგვიანებით კი სამხრეთისკენ გადაინაცვლეს და სუნიტების მიერ მართულ საუდის არაბეთში არეულობა გამოიწვიეს, რასაც მოჰყვა მათ წინააღმდეგ დაბომბვის კამპანია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ჯონ კერიმ ჯავად ზარიფს სთხოვა, გამოიყენოს თავისი გავლენა და მხარეები მოლაპარაკებებაზე დაიყოლიოს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ვაშინგტონს სჭირდება თეირანის დახმარება, რათა ჰუთები მოლაპარაკების პროცესში ჩაებან.

XS
SM
MD
LG