Accessibility links

კიმ ჩენ ინი არ დაესწრება მოსკოვში 9 მაისისთვის დაგეგმილ აღლუმს


კრემლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, არ დაესწრება მეორე მსოფლიო ომის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად 9 მაისისთვის, მოსკოვში დაგეგმილ აღლუმს. ეს დღეს გამოაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა და დასძინა, რომ კიმ ჩენ ინის გადაწყვეტილება გადაუდებელი საშინაო საქმეებით აიხსნება. აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი აპირებდა 9 მაისის აღლუმში მონაწილეობას. ეს იქნებოდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი ოფიციალური ვიზიტი უცხოეთში მისი სამწლიანი მმართველობის მანძილზე.

XS
SM
MD
LG