Accessibility links

logo-print

ვიეტნამი ომის დასრულების მე-40 წლისთავს აღნიშნავს


ვიეტნამი აღნიშნავს ომის დასრულების მე-40 წლისთავს. დღეს დედაქალაქ ხოშიმინის ქუჩებში 6000-მდე სამხედრო და სამოქალაქო პირი გამოვიდა წარწერებით „დიდება ვიეტნამის კომუნისტურ პარტიას!“ 1975 წლის 30 აპრილს ჩრდილოეთ ვიეტნამის კომუნისტებმა დაიპყრეს ეს ქალაქი, იმდროინდელი საიგონი, რომელიც აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ვიეტნამელების დედაქალაქი იყო. ომში დაიღუპა სამ მილიონამდე ვიეტნამელი, მათ შორის 250 ათასი სამხრეთ ვიეტნამელი სამხედრო. დაიღუპა ასევე აშშ-ის 58 ათასი ჯარისკაცი. დღეს ვიეტნამში კაპიტალისტური წყობაა, თუმცა ქვეყნის ერთპარტიული მმართველობა ახშობს ყოველგვარ განსხვავებულ აზრს.

XS
SM
MD
LG