Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ნიკარაგუაში სატელიტური ქსელის სახმელეთო ბაზას განათავსებს


ნიკარაგუის პარლამენტმა უფლება მისცა რუსეთს, განათავსოს თავისი სატელიტური ქსელის სახმელეთო ბაზა. ნიკარაგუის მთავრობის თქმით, ეს საშუალებას მისცემს რუსეთს, აამუშაოს „გლოსნასი“, რუსეთის სატელიტური ნავიგაციის სისტემა, რომელიც აშშ-ის „ჯი-პი-ესის“ ეკვივალენტურია. ნიკარაგუა ამბობს, რომ ეს სისტემა მშვიდობიანი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული, მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფების შედეგებთან გამკლავებისთვის. პრეზიდენტ დანიელ ორტეგას მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება პარლამენტს დაუყოვნებელი საპრეზიდენტო ბრძანებულების სახით გაეგზავნა და არ მიეცა საკმარისი დრო მისი განხილვისთვის. 1980-იან წლებში, პრეზიდენტად ყოფნისას, ორტეგას მჭიდრო კავშირი ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. 2007 წელს, თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ორტეგამ თანამშრომლობა გააგრძელა რუსეთთან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შარშან იყო ნიკარაგუაში ოფიციალური ვიზიტით.

XS
SM
MD
LG