Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ წარმოადგენს


ხვალ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელებს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა. ამავე წყაროს თანახმად, ღარიბაშვილი ახალ მთავრობას 1 მაისს, დილის 10 საათზე წარმოადგენს. აქამდე ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღეს აპირებდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და გარემოს დაცვის სამინისტროების ახალი ხელმძღვანელების დასახელებას. მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტისთვის წარსადგენად გაეზგავნება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს წარუდგენს თავის სამოქმედო პროგრამას.

XS
SM
MD
LG