Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ორი ქალი დააკავეს ტრეფიკინგის ბრალდებით


ჩრდილოეთ ტაჯიკეთში სასამართლომ ორ ქალს გამოუტანა განაჩენი ტრეფიკინგის ბრალდებით. ქალაქ ხუჯანდის ადგილობრივმა მოსამართლემ, ნარგის ნაბიზოდამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ, დამნაშავეებმა, რომელთა ვინაობა საჯაროდ ცნობილი არ არის, 2008 წელს ოთხი ახალგაზრდა ტაჯიკი ქალი არაბეთის გაერთიანებულ საამირეობში ჩაიყვანეს და აიძულეს მეძავობა დაეწყოთ. 2014 წელს ქალებმა გაქცევა მოახერხეს, ტაჯიკეთში დაბრუნდნენ და სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. დამნაშავეები - 66 და 46 წლის ქალები - იმავე წლის თებერვალში დააკავეს. დღეს მათ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2014 წლის განმავლობაში ტრეფიკინგის ბრალდებით ხუჯანდის ათი მცხოვრები დააკავეს.

XS
SM
MD
LG