Accessibility links

logo-print

ერაყის მთავრობა ამნისტიას ჰპირდება ძალოვანი სტრუქტურების გაქცეულ თანამშრომლებს


ერაყის მთავრობა ამნისტიას ჰპირდება ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც დაჯგუფება „ისლამურის სახელმწიფოს“ შემოსევისას სამსახური მიატოვეს ან გაიქცნენ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადის პრესსამსახურმა. ცნობაში წერია, რომ ამნისტია იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი, ვინც გაიქცა ან თავი განგებ დაიზიანა, რათა თავიდან აეცილებინა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, 30 დღეში დაბრუნდებიან სამსახურში. ამნისტია არ მოიცავს იმათ, ვინც მონაწილეობა მიიღო კორუფციაში, ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება ან მოქმედებდა სახელმწიფოს წინააღმდეგ. 2014 წლის ივნისში, როდესაც ტერორისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ტერიტორიების დაპყრობა დაიწყო, ძალოვანი სტრუქტურების ბევრმა თანამშრომელმა მიატოვა იარაღი და ავტომობილები. მას შემდეგ ერაყის მთავრობამ ქურთების სამხედრო დაჯგუფება ფეშმერგასთან ერთად დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი.

XS
SM
MD
LG