Accessibility links

logo-print

სავჩენკო საქალაქო საავადმყოფოდან წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს


უკრაინის სამხედრო მფრინავი, ნადეჟდა სავჩენკო მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მან ორი დღე საქალაქო საავადმყოფოში გაატარა. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სავჩენკო დღეს გადაიყვანეს ციხეში მას მერე, რაც საავადმყოფოში ექიმებმა მისი ჯამრთელობის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელად“ შეაფასეს. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სავჩენკოს ადვოკატის, მარკ ფეიგინის მოთხოვნას, თავისი კლიენტი ქალაქის საავადმყოფოდან საგამოძიებო იზოლატორის სამედიცინო განყოფილებაში გადაეყვანათ. ფეიგინის თქმით, საავადმყოფოს პირობები საგამოძიებო იზოლატორთან შედარებით ბევრად უარესია. 28 აპრილს სავჩენკო ჯამრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს საავადმყოფოში.

XS
SM
MD
LG