Accessibility links

logo-print

ნატოს სარდალი შესაძლებლად მიიჩნევს უკრაინაში რუსეთის იერიშს


ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, ამერიკელი გენერალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინაში ბრძოლის შენელება გამოიყენეს გადასაჯგუფებლად, რასაც შესაძლოა მათი იერიში მოჰყვეს. გენერალმა ბრიდლავმა ეს ვარაუდი გამოთქვა 30 აპრილს შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას. მისივე თქმით, რუსეთი „აგრესიულად იყენებს“ ძალაუფლების ყველა ელემენტს - „დიპლომატიის, საინფორმაციოსა და ეკონომიკურს, ისევე როგორც სამხედროს“. „უკრაინაში კრიზისი უფრო მასშტაბურია, არ ეხება მარტო უკრაინას. რუსეთის მოქმედება იწვევს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში და მთლიანად რეგიონში და რუსეთის უკანონო ქმედებები სულ უფრო აახლოვებს დესტაბილიზაციას ნატოს საზღვრებს“, განაცხადა ბრიდლავმა. ის ვერ ხედავს აზრს ვაშინგტონისათვის, უარი თქვას მოქმედების რომელიმე შესაძლო სცენარზე - მათ შორის უკრაინისათვის იარაღის შესაძლო მიწოდებაზე. ბრიდლავმა მარტში გამოთქვა აზრი, რომ დასავლეთმა უნდა განიხილოს ყველა შესაძლებლობა სეპარატისტებთან ბრძოლაში უკრაინის დასახმარებლად, მისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების ჩათვლით.

XS
SM
MD
LG