Accessibility links

logo-print

კრემლი: დასავლელი ლიდერები საუბრობენ პროგრესზე უკრაინაში ზავის დაცვის მხრივ


კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 30 აპრილს ტელეფონით საუბრისას აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „გარკვეული პროგრესია“ ცეცხლის შეწყვეტის შეათნხმების დაცვის მხრივ. კრემლის განმარტებით, პროგრესი უკავშირდება რეგიონიდან მძიმე შეიარაღების გატანას. მაგრამ ამ განცხადებაში არ არის ნახსენები ცნობა, რომელიც კიევმა გაავრცელა, რომ 30 აპრილის სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინი მისაღებად მიიჩნევს აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნას. სამშვიდობო მისიაზე არაფერია ნათქვამი არც საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. მასში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა განიხილეს სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელება და იმსჯელეს მიმართულებებზე, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.

XS
SM
MD
LG