Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის კანდიდატები დაასახელა


საქართველოს მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება-საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილი წარადგინა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე-ტარიელ ხეჩიკაშვილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი თინა ხიდაშელი. რაც შეეხება კაბინეტის დანარჩენ წევრებს, მათი შემადგენლობა უცვლელია. კანონის შესაბამისად, მთავრობის ახალი შემადგენლობა ჯერ პრეზიდენტს გადაეგზავნება, შემდეგ კი დასამტკიცებლად -პარლამენტს. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, მაქსიმალურად დაჩქარდეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურები.

XS
SM
MD
LG