Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირები დასაქმებულთა სოლიდარობის აქციას გამართავენ


დღეს პირველ მაისს დასაქმებულთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს პროფკავშირები თბილისში ტრადიციული მანიფესტაციით აღნიშნავს. ერთიანი მანიფესტაცია მსვლელობით რუსთაველის გამზირს ჩაივლის და 17 საათზე თბილისის პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაში გადაიზრდება. პროფესიული კავშირების გაერთიანება უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ დღემდე სრულად არ ხდება შრომის კოდექსში 2013 წელს შეტანილი ცვლილებების დანერგვა სამუშაო ადგილებზე. აქციაზე ყურადღება გამახვილდება ასევე კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური დიალოგის აუცილებლობაზე და ფაქტზე, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა, რომელიც პირველად გასული წლის 1 მაისს გაიმართა, მას შემდეგ აღარ შეკრებილა.

XS
SM
MD
LG