Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ტრადიციული ველორბოლა ტერაქტის საფრთხის გამო აღარ გაიმართება


ტერაქტის საფრთხის გამო, გერმანიაში აღარ ჩატარდება ტრადიციული ველორბოლა, რომელიც დღეს, 1 მაისს უნდა გამართულიყო. იტყობინებოდნენ, რომ ხუთშაბათს პოლიციის რეიდის დროს ქალაქ ობერუზელში დააკავეს ორი სავარაუდო ექსტრემისტი, თურქული წარმოშობის ოჯახური წყვილი, რომელთა სახლში ხელნაკეთი ბომბი იქნა აღმოჩენილი. ფრანკფურტის პროკურატურა არ გამორიცხავს, რომ ტერაქტის საფრთხე იქნა თავიდან აცილებული -დაკავებული მამაკაცი სწორედ იმ ტერიტორიაზე შენიშნეს, სადაც სპორტული ტრასააა განთავსებული.

XS
SM
MD
LG