Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა 7 დღით გადადო მთავრობის წარდგენა პარლამენტში


საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იყენებს კონსტიტუციით განსაზღვრულ საშუალებას და ერთი კვირით გადადებს მთავრობის განახლებული სიის ხელმოწერას. მარგველაშვილს დღეს წარუდგინა მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. იცვლება სამი მინისტრი - ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილი წარადგინა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე-ტარიელ ხეჩიკაშვილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი თინა ხიდაშელი. მარგველაშვილმა ხელმოწერის გადადების გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა „რთული ვითარება“, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს მთავრობაში ბოლო დღეებში შეიქმნა. „არსებულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ მინისტრების მყისიერი ცვლილება, როდესაც ვიცოდით, რომ მხოლოდ 2 მინისტრი იცვლება და შეიცვალა სამი, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორში მუშაობს. მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. როგორც მთავარსარდალმა, მე მინდა დავსვა კითხვა - რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს ამ რთულ ვითარებაში მინდა მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერს, ისე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები“-განაცხადა პრეზიდენტმა

XS
SM
MD
LG