Accessibility links

logo-print

მაკედონიაში ბრალს წაუყენებენ ოპოზიციის ლიდერს


მაკედონიის სახელმწიფო პროკურატურა ოპოზიციის ლიდერს ადანაშაულებს თვალთვალთან დაკავშირებულ სკანდალში მონაწილეობაში. ამ სკანდალმა გამოწვევა შეუქმნა პრემიერ-მინისტრ ნიკოლა გრუევსკის ცხრაწლიან მმართველობას. პროკურატურის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ზორან ზაევს, ბრალს წაუყენებენ „სახელმწიფოს უმაღლესი უწყებების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობაში“. განცხადების თანახმად, ბრალდება კიდევ ოთხ პირზე ვრცელდება. ბრალდებები უკავშირდება თვალთვალით მოპოვებულ მასალებს, რომლებიც ზაევმა გამოაქვეყნა იმის დასამტკიცებლად, რომ გრუევსკი და სხვა მაღალჩინოსნები გეგმავდნენ მოსამართლეთა შერჩევას და სახელმწიფო სამსახურებში თავიანთი თანაპარტიელების დანიშვნას. ზაევი აცხადებდა, რომ მან ეს ჩანაწერები მოიპოვა ე.წ. „უისლბლოუერისგან“ - პირისგან, რომელიც ამხელს სისტემის შიგნით არსებულ ხარვეზებს. მას ოთხი წლით ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. სკანდალმა დააზიანა მაკედონიის რეპუტაცია ევროკავშირის და საერთაშორისო სადამკვირვებლო უწყებების თვალში.

XS
SM
MD
LG