Accessibility links

logo-print

კრემლმა გადადო უკრაინაში სამშვიდობო ჯარის განთავსების საკითხის განხილვა


კრემლმა უარყო უკრაინის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა სამშვიდობო ჯარის განთავსებას აღმოსავლეთ უკრაინაში - სადაც უკრაინელი სამხედროები ებრძვიან პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 30 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ პუტინი დათანხმდა შესაძლებლობას დონბასის რეგიონში სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდეს. განცხადება მოჰყვა სატელეფონო საუბარს პუტინს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს შორის. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 1 მაისს მოსკოვში ჟურნალისტებსუთხრა, „აბსოლუტურად არასწორია“ სამშვიდობო ჯარის საკითხის წამოჭრა მანამ, სანამ თებერვალში მიღწეული საზავო შეთანხმება სრულად არ ამოქმედდებაო. თუმცა მან დასძინა, რომ რუსეთს არასოდეს უარუყვია საკუთრივ იდეა, რეგიონში სამშვიდობო კონტინგენტი განთავსდეს. სატელეფონო საუბრის შემდეგ ოთხმა ლიდერმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის მხრივ „გარკვეული პროგრესია“, მათ შორის რეგიონიდან მძიმე შეიარაღების გატანის თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG