Accessibility links

ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მედიასაშუალებას მოუწოდა, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მედიასაშუალებას მოუწოდა, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და თითოეულ ჯარისკაცს. „გუშინ იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე და ქართველ ჯარისკაცებზე დღის ბოლოს ვიხილეთ სიუჟეტი იმედით, რუსთავი 2-ით და ასე შემდეგ, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ, გადაუმოწმებელ ინფორმაციას რაღაც წყაროზე დაყრდნობით“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს იყო აღმაშფოთებელი და დაუშვებელი, და ყველას, ვინც ამ ინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობდა, ჯარისკაცებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. „ჩვენი ჯარისკაცები ქვეყნის მართლაც საამაყო გმირები არიან“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 30 აპრილს რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ ფრანგულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი ფრანგ სამხედროებთან ერთად ეჭვმიტანილია მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე-დელონემ 30 აპრილს განაცხადეს, რომ გავრცელებულ ცნობებში დასახელებულ დროს ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიით ჯერ არ იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG