Accessibility links

logo-print

მსოფლიო 1 მაისს აღნიშნავს


ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში აქტივისტები და პროფესიული კავშირების წარმომადგენლები აღნიშნავენ მშრომელთა საერთაშორისო დღეს. მიმდინარეობს ძირითადად მშვიდობიანი აქციები, მშრომელთა უფლებების დაცვის და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების მოწოდებებით. თურქეთში აქცია ძალადობაშიგადაიზარდა - სტამბოლში ათასობით პოლიციელსა და დემონსტრანტს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა მას შემდეგ, რაც აქტივისტები არ დამორჩილდნენ მთავრობის აკრძალვას და აქციის გამართვა ტაქსიმის მოედანზე სცადეს. დემონსტრანტები პოლიციამ განდევნა, წყლის ჭავლის და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით. დემონსტრანტებმა ამას პოლიციისთვის ქვების და მაშხალების სროლით უპასუხეს. ირანში ათასობით მუშამ მიიღო მონაწილეობა თეირანში გამართულ დემონსტრაციაში, რომელიც გაიმართა სამუშაო პირობების გაუმჯობესების და უცხოელების მიერ სამუშაო ადგილების დაკავების შეზღუდვის მოთხოვნებით. ირანში უმუშევრობის მაჩვენებელი 10 პროცენტს აჭარბებს. ქვეყანაში იმყოფება მილიონზე მეტი ავღანელი მუშა. ისინი ძირითადად მშენებლობის და სოფლის მეურნეობის სფეროებში არიან დასაქმებული.

XS
SM
MD
LG