Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დელეგაცია ყატარში თალიბანის წარმომადგენლებს შეხვდება


გავრცელებული ცნობებით, ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია ყატარშიუახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს თალიბანის წარმომადგენლებთან. ავღანეთის მშვიდობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ათაულა ლუდინი აცხადებს, რომ 20-კაციანი დელეგაცია თალიბანს „ღია დისკუსიის“ გამართვის მიზნით შეხვდება. მისი თქმით, მოლაპარაკება გაიმართება 3 და 4 მაისს. საბჭო წარმოადგენს პრეზიდენტთან მოქმედ უწყებას, რომელსაც ევალება ექსტრემისტებთან დიალოგზე მუშაობა, ომის დასრულების მიზნით. ყატარში თალიბანის წარმომადგენელიც აცხადებს, რომ დანიშნულია შეხვედრა ავღანეთის და პაკისტანის ოფიციალურ პირებთან. უწინ თალიბანის წარმომადგენლები ასეთი შეხვედრების გამართვის თაობაზე ეჭვებს გამოთქვამდნენ და აცხადებდნენ, რომ ეწინააღმდეგებოდნენ მოლაპარაკებას.

XS
SM
MD
LG