Accessibility links

logo-print

ბალტიმორის პროკურორმა ექვს პოლიციელს წაუყენა ბრალი მამაკაცის სიკვდილის გამო


აშშ-ში, ბალტიმორში მთავარმა პროკურორმა, მერილინ მოსბიმ ბრალი წაუყენა ექვსივე პოლიციელს, რომლებიც სამუშაოსჩამოაშორეს მას შემდეგ, რაც მათი ქმედებების შედეგად ხერხემლის ტრავმით დაიღუპა დაკავებული შავკანიანი მამაკაცი. პროკურორმა ეს განცხადება გააკეთა 25 წლის ფრედი გრეის დაღუპვიდან ორი კვირის შემდეგ. გრეის სიკვდილმა ქალაქში მღელვარე საპროტესტო აქციები და არეულობა გამოიწვია. მოსბის განცხადებით, გრეი უკანონოდ დააკავეს და პატიმრობაში მისი ყოფნის დროს მასთან მოპყრობა გაუტოლდა მკვლელობას და სიცოცხლის მოსპობას. პროკურორმა ამ განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო პოლიციის გამოძიების შედეგები. გრეი 19 აპრილს დაიღუპა ხერხემლის ტრავმით, რომელიც მან მიიღო პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ.

XS
SM
MD
LG