Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიწყო ქალის ჯგუფურ მკვლელობაში ეჭვმიტანილთა სასამართლო


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელზეც ასამართლებენ მარტში ქალის ჯგუფურ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს. პროცესი პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემა. განსასჯელია 49 პირი, მათ შორის რამდენიმე პოლიციელი. პროკურორები აცხადებენ, რომ 27 წლის ქალი, სახელად ფარხუნდა, ცემით მოკლეს მას შემდეგ, რაც მას წაუყენეს მცდარი ბრალდება, თითქოს მან ყურანი დაწვა. ბრბომ შემდეგ ფარხუნდას გვამს ცეცხლი წაუკიდა და მდინარეში ჩააგდო. ინციდენტს ავღანეთში მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები და სამოქალაქო საზოგადოებაში მოძრაობის გაძლიერება, სასულიერო პირების ძალაუფლების შეზღუდვის და ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნებით.

XS
SM
MD
LG