Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა გაზპრომისგან 16 მილიარდ დოლარზე მეტს მოითხოვს


უკრაინა 16 მილიარდ დოლარზე დიდ თანხას მოითხოვს რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის, გაზპრომისგან სარჩელში, რომლითაც მან სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, გაზის ფასის გარშემო კიევსა და მოსკოვს შორის დიდი ხნის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით. უკრაინის სახელმწიფო კომპანია ნაფტოგაზს და გაზპრომს ერთმანეთთან აკავშირებს 2009 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ათი წლის ვადით გაფორმდა. მაგრამ კიევი ახლა ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის გაზის ფასს და ასევე რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინას დავალიანების სახით მილიარდობით დოლარი დაუგროვდა. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა 1 მაისს „ფეისბუქით“ დაწერა - „სატრანზიტო კონტრაქტი უსამართლოა უკრაინისთვის და გაზპრომმა ნაფტოგაზს დანაკარგის ანაზღაურების მიზნით 10 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოსო.“ იაცენიუკმა დასძინა, რომ მთლიანი თანხა, რომელსაც უკრაინა გაზპრომისგან მოითხოვს, უკვე აჭარბებს 16 მილიარდს.

XS
SM
MD
LG