Accessibility links

logo-print

ნეპალში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 6600-სს გადააჭარბა


ნეპალის ხელისუფლების ცნობით, ქრება იმედი, რომ მაშველები კვლავ იპოვიან გასულ კვირაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილ ადამიანებს. როგორც მთავრობამ 1 მაისს განაცხადა, ამჟამად მთავარი ამოცანა შორეული რეგიონებისთვის საკვების და მედიკამენტების მიწოდებაა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება, თუმცა, ვფიქრობ, მიწისძვრიდან ერთ კვირაში, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ცოცხლად პოვნის შესაძლებლობა ნაკლებად რეალისტურიაო, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა. ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლის რაოდენობა 6621 ადამიანია, დაშავებულია 14000-ზე მეტი. დაღუპულებს შორის 50 უცხოელია. დაკარგულად ითვლება 1000 ევროპელი მთამსვლელი. გაეროს მონაცემებით, 25 აპრილის მიწისძვრამ 8 მილიონი ადამიანი დააზარალა. მათგან 2 მილიონს უახლოესი სამი თვის განმავლობაში დასჭირდება კარვები, წყალი და საკვები.

XS
SM
MD
LG